მეორე შეხვედრა მიეძღვნება სულიერ შემეცნებასა და შინაგან მოგზაურობას.
თემა: "...მწამს ერთი ღმერთი”- საუბარი ქრისტიანულ მრწამსზე.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ თუ რა არის ქრისტიანობის ნამდვილი არსი, ჩავუღრმავდებით ქრისტიანული მრწამსის ფესვებს, გავიაზრებთ მის ადგილს მსოფლიო რელიგიათა სისტემაში და დავაკვირდებით იესოს გზას ნათლობიდან ცხონებამდე.
ვიმსჯელებთ ისეთი თემების გარშემო, როგორებიცაა:
    •    რა ნიშნავს „მწამს ერთი ღმერთი“ ცნობიერების დონეზე;
    •    ქრისტეს მაგალითი როგორც შინაგანი გარდასახვის გზა და არა მხოლოდ რწმენის ფორმულა;
    •    როგორ ეხმიანება ქრისტიანული ჭეშმარიტება სხვა სულიერ სწავლებებს.
შეხვედრაზე დასწრებას შეძლებ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ ზუმით.ზუმის ბმული მოგივათ მეილზე შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
დასწრება ხდება დონაციით, ნებისმიერი თანხა მისაღებია და ემსახურება სინათლის გავრცელებას.გთხოვ, დონაცია განახორციელო ამ ბმულის შევსებისას, რათა რეგისტრაცია მიღებულად ჩაითვალოს.
აუცილებელია რეგისტრაცია ბმულზე:  
https://forms.gle/4yf77qWJVM5ugb9L6						
						
You may also like the following events from SHEN: